четверг, 24 декабря 2009 г.

22აპრილი– დედამიწის დღე.


პროექტის სახელი:
22 აპრილი–დედამიწის დღე.


პროექტის მოკლე აღწერა: გარემოს დაცვის პირობების არასაკმარისი ცოდნა, ბევრ მოსწავლეებში, იწვევს არასერიოზულ დამოკიდებულებას იმ პრობლემისადმი, რომელიც დგას დღეს ჩვენს წინაშე.



პროექტის სრული აღწერა: X, XI კლასებში ჩატარდა წინასწარი გამოკითხვა თუ მოსწავლეთა რამდენმა პროცენტმა იცოდა ამ ღნისძიების შესახებ, კერძოდ 22 აპრილი– დედამიწის დღეა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეები არ ფლობდნენ არავითარ ინფორმაციას ამ დღესთან დაკავშირებით. ეს დღე ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ყველას გვეხება, თუ გვინდა ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის, ყველა ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ გარემოს.

მიზანი:
საგანმანათლებლო. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შევახსენოთ ამ პრობლემის აქტუალობა. პრობლემის გადაწყვეტით მივაღწევთ საგანმანათლებლო მიზანს.

მონაწილეთა ასაკი:
15–17 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები:
1. ორგანიზაციური საკითხები.
2. პროექტში მონაწილეთა მოსწავლეთა სიის დადგენა.
3. მუშა ჯგუფის შექმნა.
4.თემების განაწილება ჯგუფის წევრების შორის.

5. მოძიებული მასალების წარმოდგენა.6. პროექტის პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს უვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის,
კოლეგიალობის, მასალების ინტერნეტში მოძიების, დახარისხების უნარ– ჩვევების, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. დამზადდება ამ დღისადმი მიძღვნილი ბუკლეტი და მაისური.
სარგებელი სხვებისთვის:
არა მარტო ერთი კლასის, არამედ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას გარემოს დაცვის შესახებ. სკოლის ისტორია გამდიდრდება კიდევ ერთი საინტერესო, შემეცნებითი, აღმზრდელობითი ღონისძიებით.

სამუშაო ენა:
რუსული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
შეუქმას მოსწავლეს პირობები ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებების თუ მიდრეკილებების გამოსავლენად. ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ– ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.

პროექტის ფასილიტატორი: ნატალია ცხადაშვილი.

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nato31skola@gmail.com